მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დემენციის მქონე ბრიუს უილისი დამოუკიდებლად, სპეციალურად მოწყობილ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად, ის პირველად გადაიღეს. მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში ავტომობილით მგზავრობდა. lend rover-ის მარკის ავტომობილს მისი პირადი მძღოლი მართავდა, თავად ბრიუსი კი მშვენივრად გამოიყურებოდა და ფანტასტიკურ განწყობაზეც იყო.
„ავადმყოფობის ჟამს სახლიდან გაგდებულის კვალობაზე ფანტასტიკურ განწყობაზეა“, „აშკარად კარგად გრძნობს თავს“, „მშვენივრად გამოიყურება“, „მგონი უხარია დამოუკიდებლად ცხოვრება“, – წერენ კომენტარებში.
ემმა ჰემინგი აცხადებს, რომ მას ბრიუს უილისთან განქორწინება სურდა – უახლესი ინტერვიუ
ცნობისთვის, 70 წლის უილისის მეუღლემ, 47 წლის ემმა ჰემინგმა, Vanity Fair-თან მიცემულ ემოციურ ინტერვიუში პირველად გაამხილა, რომ იმ პერიოდში, როცა მსახიობს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასმული დემენციის დიაგნოზი, მასთან განქორწინება სურდა.
„ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ისე აღარ იყო, როგორ უწინ. თითქოს ჩვენი ქორწინება ინგრეოდა. ვეღარ ვსაუბრობდით ნორმალურად, ურთიერთობა შეიცვალა… მას გონება ძალიან დაუმძიმდა. ვერ ვხვდებოდი, რის გამო ვბრაზობდი, ძალიან ცუდად ვიყავი და ამით ყველაზე მეტად ვაზარალე საკუთარი თავი, ბრიუსი და ბავშვებიც. მე მასთან განქორწინება მსურდა“, – იხსენებს ჰემინგი.
„ზოგჯერ ბავშვივით იქცევა, ამიტომ მას მეტი მზრუნველობა სჭირდება“ – დემი მური ბრიუს უილისზე ალაპარაკდა



