ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბობოყვათში 11 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.