ავარია თბილისში – დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი კი ავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.