ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ისინი მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადიან.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.