LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ხუთი შიშველი ადამიანის მონაწილეობით

30

ყველაზე უცნაურ ავარიაში ხუთი შიშველი ადამიანი მონაწილეობდა. უცნაური ინციდენტი კანადაში, ალბერტას პროვინციაში მოხდა და კანადის პოლიციის თანამშრომლები მას შემთხვევით შეესწრნენ. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა და ერთ-ერთ მათგანში სამართალდამცავებმა 5 ძალიან ნასვამი და სრულიად შიშველი ადამიანი აღმოაჩინეს. ავარიის მონაწილეები თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.

პოლიცია შემთხვევის დეტალების დადგენას ცდილობს, წინასწარი ინფორმაციით კი ყველაფერი შიშველი მძღოლისა და მისი მგზავრების ბრალი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები