LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია კოსტავას ქუჩაზე – დაშავებულია ერთი ადამიანი

503
Untitled design (51)

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პირი დაშავდა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები