LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია მახათას მთაზე: დაღუპულია ერთი ადამიანი

1113
zvcd

თბილისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, მახათას მთაზე მოხდა. ავარიას თვითმხილველებიც ყავს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადამეტებას ასახელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილი ქალია.

უწყების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g