LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია მუგარეთთან – არიან დაშავებულები

275
ავარია-3

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

როგორც თვითმხილველები ადგილობრივ მედიასთან საუბარში ჰყვებიან, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა.

„ავტომობილის ასწრებდა და მოპირდაპირე მხარეს ბორდიურს შეეჯახა, რამდენჯერმე ამოყირავდა და სახურავზე დაეცა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა, ცოლ-ქმარი და ბავშვი“, – ამბობს თვითმხილველი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოიდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები