LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ქედაში: გარდაიცვალა 1, მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი

500
31906916-1803939626311476-7672441818507640832-n (1)

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამი კი მძიმედ დაშავდა.

ერთ-ერთი დაშავებული 11 წლის ბავშვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

“ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 56 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანია დაშავებული. დაშავებულ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ასევე 11 წლამდე ასაკის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. ხოლო მესამე დაშავებულია 64 წლის ქალი კიდურების მოტეხილობით, მისი ბათუმის კლინიკაში ტრანსპორტირება მიმდინარეობს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია”,-განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

შსს-მგამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები