მომღერალი მირზა მოდებაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს ავარიას, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა:
„ორ მეგობართან ერთად სასეირნოდ ვიყავი. რუსთაველის გზა მახსოვს… იქიდან მარჯანიშვილზე ავსულვართ და მეტროს წინ, გადასასვლელზე მწვანეზე რომ გადავდიოდით, მანქანას დაურტყამს ჩვენთვის. არც ეს და არც შემდეგი თვე არ მახსოვს. ერთი მეგობარი გადარჩა დარტყმას, მეორეს ხუთი თვე დასჭირდა მკურნალობისთვის. მე ორი წელი. დაზიანება სერიოზული იყო. სიცოცხლის გადარჩენის ერთი პროცენტი არსებობდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩი…“