წალენჯიხაში წუხელ ავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა ორი. დაშავებულები მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საშუალო სიმძიმისაა.
როგორც ცნობილია, სატვირთო მანქანა, რომელიც ხის მორებით იყო დატვირთული ხრამში მაშინ გადავარდა, როცა ტყიდან გამოდიოდა.
ჯვარი-ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.