ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. დიდუბეში , თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 15 წლის გოგო, 6 კი დაშავდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამოძიება სისხლის სამართლის ოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილკით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.