ავარიაში მოხვედრილმა ამერიკელმა ქალბატონმა ყველაფერი თოვლის კაცს დააბრალა. “Associated Press”-ის ინფორმაციით, აიდაჰოს შტატში მცხოვრებმა 50 წლის ლუსიმ პოლიციას განუცხადა, რომ ამოუცნობმა არსებამ მას კონცენტრაცია დააკარგვინა და შემთხვევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ქალბატონი ტყის სიახლოვეს მოძრაობდა, როდესაც დაინახა თუ როგორ მისდევდა ადამიანის მსგავსი უზარმაზარი თოვლის კაცი ირემს და ამის გამო ყურადღება დაკარგა. ის ცდილობდა, არსებას უკეთ დაკვირვებოდა, ამ დროს კი წინ გამომხტარი ირემი ვერ შეამჩნია და მას დაეჯახა. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა თოვლის კაცის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს და შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მძღოლს დააკისრეს.