LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკა ავტოპილოტის მონაწილეობით ავარიებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს

35
autonewmrc

ავტონომიური მართვის სისტემები სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდება, სწორედ ამიტომ აშშ–ს ხელისუფლებამ მათთვის განსაკუთრებული ყუდარღების მიქცევა გადაწყვიტა. ამიერიდან ყველა ავტომწარმოებელს თუ მძღოლს დაევალდებულება, რომ ავტოპილოტთან დაკავშირებული ყველა ინციდენტის შესახებ საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურ სააგენტოს აცნობოს.

ავტომწარმოებლები ბევრს საუბრობენ მძღოლის ასისტენტების დადებით მხარეებზე, თუმცა მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მწირია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება გეგმავს, რომ ავტონომიური მართვის ტექნოლოგია დეტალურად შეისწავლოს და შესაბამისად, ავარიული სიტუაციების შესახებაც მეტი ინფორმაცია ქონდეს. საგზაო უსაფრთხოების სააგენტოსთან უნდა ითანამშრომლონ თავად ავტომწარმოებლებმაც და ყოველი სისტემური ხარვეზი აცნობონ.

ასეთი მიდგომა ექსპერტებს საშუალებას მისცემს, რომ ავტონომიური მართვის სისტემების გამჭირვალობა გაზარდონ და გამოავლინონ ყველა ის პოტენციური პრობლემა, რომელიც ამ სფეროში შეიძლება არსებობდეს. რაც სამომავლოდ საჭირო კანონპროექტის შემუშავებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები