LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიული კორპუსის ბინაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ქალი დაშავდა

86

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა და მისი ნატეხი თავში მოხუც ქალს მოხვდა. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

შემთხვევა ანჯაფარიძის 19 ნომერში მოხდა, რომლის მცხოვრებლების თქმითაც, შენობა ავარიულია. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი წელია დახმარებას სთხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მისული.

“დაგვპირდნენ, რომ ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, გავაკეთებთო და ველოდებით რეაგირებას. ვიდრე რაიმე უბედურება მოხდება, სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები,” – ამბობს ავარიული კორპუსის მკვიდრი ნინი თვალავაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები