LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავატარის“ პრემიერის თარიღი კვლავ გადაიდო

103

2009 წლიდან მოყოლებული ჯეიმს კემერონი თაყვანისმცემლებს „ავატარის“ ახალი ნაწილის გამოშვებაზე საუბრობს, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით პრემიერის თარიღი ბოლო მომენტამდე უცნობი რჩება. უკანასკნელი მონაცემებით, ფილმი დიდ ეკრანებზე 2018 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ პრეზენტაციის დრომ კვლავ გადაიწია და ის 2019 წლამდე არ შედგება.

აღნიშნული გადაწყვეტილება კემერონმა იმით ახსნა, რომ სტუდიის თანამშრომლები ერთდროულად სამ ნაწილზე მუშაობენ, ამიტომ ბუნებრივია, მათ მეტი დრო სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ „ავატარი“ კემერონის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროექტია: 246 მილიონიანი ბიუჯეტით მისმა მოგებამ 2,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები