LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავერსის“ აფთიაქებში ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის

556
1

“ავერსმა” წამოიწყო სოციალური პროექტი, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს: პენსიონერები და დევნილები “ავერსის” აფთიაქებში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტებზე ყველაზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

წამლის ფასდაკლებით მისაღებად, აღნიშნულ პირებს მხოლოდ პირადი ნომრის ან საპენსიო მოწმობის წარდგენა დასჭირდებათ.

“ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, ვისთვისაც ყურადღება ყველაზე ძვირფასია, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ მზრუნველობა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის მოსახლეობას.

მსგავსი აქციები და ფასდაკლება დიდ შეღავათს მისცემს ამ ადამიანებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

“ავერსი” არაერთი სოციალური პროექტის მხარდამჭერია. საქართველოში პირველმა სწორედ მან შესთავაზა საპენსიო ასაკის მოსახლეობას განსაკუთრებული შეღავათები და ფასდაკლებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g