LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ავერსის კლინიკა” ისნის რაიონში ახალ მოდერნიზებულ ფილიალს ხსნის

291

”ავერსის კლინიკა” დღეს ახალ, მოდერნიზებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას ხსნის.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, კლინიკის ისნის ფილიალი 2011 წლის ოქტომბრის თვიდან ფუნქციონირებს, თუმცა პაციენტების მზარდმა რაოდენობამ  კლინიკის  გაფართოება განაპირობა.

მათივე ინფორმციით, ”ავერსის კლინიკის” ისნის ფილიალი  აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური სამედიცინო აპარატურით და ასევე დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით.

”აღნიშნულ  ფილიალში  ხორციელდება ყოველგვარი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული  გამოკვლევა. ექოსკოპიური, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიისა  და მასაჟის  კაბინეტები”, – განაცხადეს კომპანიაში.

ფილიალის გახსნას  დაესწრებიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის   მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; ”ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; ”ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე.

ცნობისთვის, ”ავერსის კლინიკას”  უკვე 12 ფილიალი აქვს   მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g