LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა

721
ავერსის კლინიკა ვაჟა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ავერსის კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ავერსის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

ისინი პენიტენციურ დაწესებულებას კლინიკაში მაგნიტორეზონანსული კვლევის გადასაღებად ჰყავდათ მიყვანილი. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პატიმრები ბადრაგს გაექცნენ.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

 

 

ფოტო: „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები