LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავერსის“ პროდუქციის შეძენა დისტანციურად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა

15
91964223-2871112136291472-4548778263803068416-o

რა გავლენა იქონია პანდემიამ სააფთიაქო ბიზნესზე საქართველოში, როგორ აგრძელებს კომპანია „ავერსი“ საქმიანობას და რა აქტივობები განახორციელა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში – „ბიზნესნიუსის“ სტუმარი  ავერსის სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორი ქეთი მელაძე იყო, რომელმაც აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა.

კორონავირუსმა კომპანიები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. რა შეიცვალაავერსისსაქმიანობაში?

ჩვენ უფრო მეტად მობილიზებულები გავხდით და მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულნი, რაც მდგომარეობას იმაში, რომ ჩვენ ვიცავთ ყველანაირი უსაფრთხოების ნორმებს, რაც როგორც მომხმარებლის, ისე ჩვენი თანამშრომლების დაცვისთვისაა აუცილებელი. მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე გავაძლიერეთ ისეთი პროდუქტების მომარაგება, რაზეც მოთხოვნა გაიზარდა. თანამშრომლებზე ზრუნვის ფარგლებში კი, ვუზრუნველყოფთ მათ გადაადგილებას, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში დროებით გაჩერებულია.

უსაფრთხოების მიზნით, რა ზომები გატარდა თქვენს აფთიაქებში ?

დამონტაჟდა ე.წ ზღუდარები, რომლებიც თვითონ მომხმარებელსაც მეტ კომფორტს უქმნის, ამასთან, ამით ვზრუნვათ ჩვენს თანამშრომლებზეც. ზღუდარების მეშვეობით, პირდაპირი კონტაქტი ჩვენს მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის არ ხდება. გარდა ამისა, ფარმაცევტები სრულად ეკიპირებულები არიან, ეს იქნება: პირბადე, ხელთათმანები, თუ სხვა. აფთიაქში მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის მომხმარებლის შესვლაა დაშვებული, კონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვაც… რაც ასევე მნიშვნელოვანია, აფთიაქების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით დღეში რამდენჯერმე მიმდინარეობს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რა აქტივობები დაგეგმეთ და განახორციელეთ ამ პერიოდში?

მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ავერსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ყოველთვის იყო მაღალი საქველმოქმედო აქტივობით გამორჩეული, ახლა კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდით ამ კუთხით – მაგალითად, რამდენიმე ასეულ ბენეფიციარს გადავეცით პირველადი მოხმარების პროდუქცია, სწორედ ამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ასევე, კიდევ ერთი სოციალური პროექტის შესახებ მინდა გითხრათ, ეს არის „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით გაკეთებული პროექტი, რაც მდგომარეობს შემდეგში: სოციალური ბარათის მქონე მომხმარებელს შეუძლია, აფთიაქში პროდუქციის შეძენის დროს, პარალელურად თანხა გამოიტანოს. ანუ, მათ თანხის განაღდების საშუალებას ვაძლევთ. ეს რითია კარგია -მომხმარებელს, რომელსაც ისედაც უხდება აფთიაქში მისვლა და პროდუქციის შეძენა, მას კომფორტს ვუქმნით, რომ არ მოუწიოს შემდეგ ბანკში წასვლა და იქ ანგარიშის განაღდება. ანუ, „ავერსის“ აფთიაქები უკვე გახდა თანხის გამოტანის წერტილები.

ავერსის ფილიალები რა რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, გრაფიკი ხომ არ შეცვლილა?

რადგანაც ამჟამად, გარეთ 9 საათის შემდეგ გადაადგილება არ ხდება, შესაბამისად, მომხმარებელიც 9 საათის შემდეგ არ არის, გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლებიც 9-ზე სახლში უნდა იყვნენ, მცირედით დაკორექტირდა „ავერსის“ აფთიაქების გრაფიკი… დილის 9 საათზე ვიხსნებით და საღამოს 8-ზე ვიკეტებით.

თუ გაქვთ ონლაინ კატალოგიც , სადაც დისტანციურად შეუძლია მომხმარებელს აირჩიოს სასურველი პროდუქცია?

რა თქმა უნდა, გვაქვს ონლაინ კატალოგი. გვაქვს ჩვენი ვებგვერდი, ასევე მობილური აპლიკაცია და მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეარჩიოს და შეიძინოს პროდუქცია. ჩართული ვართ „გლოვოს“ აპლიკაციაშიც და იქიდანაც შეუძლია მომხმარებელს შეუკვეთოს „ავერსის“ პროდუქცია. გარდა ამისა, მომხმარებელს თუ სურს რომ გაესაუბროს ჩვენს საინფორმაციო სამსახურს, რათა უფრო კვალიფიციური რჩევები მიიღოს, შეუძლია სატელეფონო ზარითაც მოახდინოს შეკვეთა ნომერზე -2 900 800.

პანდემიის ფონზე, თუ გაიზარდა მოთხოვნა მედიკამენტებზე? რა გავლენა იქონია კორონავირუსმა თქვენს კომპანიაზე, როგორც ცალკე აღებულ ბიზნესზე?

პანდემიის პერიოდში, მომხმარებლის ქცევაც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. იყო მარტში პერიოდი, როცა მომხმარებლის მცირედი აღელვება შეინიშნებოდა- მათ გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები მარტში მოიმარაგეს, შესაბამისად, გაყიდვები გაიზარდა. თუმცა აპრილში, როდესაც მანქანებით გადაადგილება შეიზღუდა, რა თქმა უნდა, რეალიზაცია მკვეთრად დაეცა. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა და ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო დასტაბილურდება.

მიმდინარე წლის გეგმები, ალბათ, გარკვეულწილად შეგეცვალათ.. პანდემიის ჩავლის შემდეგ, რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი?

იმედი გვაქვს, რომ ეს პანდემიის ეტაპი ჩაივლის, საქართველო ღირსეულად გაუმკლავდება შექმნილ ვითარებას, შეიძლება მალე ვაქცინაც იყოს… გეგმებში გვაქვს ქსელის გაფართოება როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში. თუმცა, რეგიონებზე უფრო მეტად გაკეთდება აქცენტი, ვინაიდან, ჯერ კიდევ არის ქალაქები, სადაც არ არის ჩვენი აფთიაქები. ამ ეტაპზე „ავერსი“ 262 აფთიაქს ფლობს, აქედან ნახევარზე მეტი სწორედ რეგიონებშია წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g