ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნეს. საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.