ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
https://www.facebook.com/mod.gov.ge/photos/a.116763301689754.11812.107079819324769/1708241669208568/?type=3&theater
უწყების ცნობით, დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.
შეგახსენებთ, დღეს პარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის ამერიკულ ავიაბაზსთან ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.