LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს

68

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
მათ თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარდეს სრულყოფილი მოკვლევა. ნინუა და ცაბაძე ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.
”თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას, რათა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე”, – განაცხადა ნინუამ.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნინუა და ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები