LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაგადაზიდვები 10-ჯერ გაძვირდა

67
flight02

პანდემიის დაწყების შემდეგ მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა ავიაგადაზიდვები საგრძნობლად გაძვირებულია, – ამის შესახებ ავიაკომპანია Air France-ის წარმომადგენლმა იაკო ხომერიკმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. მისი თქმით, ფასთან ერთად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნაც გაზრდილია.

„პანდემიას ბილეთის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ ერიდებიან მოგზაურობას, თუმცა ავიაგადაზიდვები 10-ჯერ გაძვირდა. მგზავრობისგან განსხვავებით მოთხოვნამ ტვირთებზე ძალიან იმატა“, – აღნიშნა ხომერიკმა „ქალების ნარატივში“.

მისივე განმარტებით, პანდემიის პერიოდში, ავიაგადაზიდვებმა კიდევ უფრო მეტად დაამტკიცა, რომ ეს მიმართულება ავიაციის უმნიშვნელოვანესი რგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები