კოლუმბიის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს ავიაკატასტროფა მოხდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.
კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ქალაქ სან-ხოსე-დელ-გუავიარედან ვილიავისენსიოში მიფრინავდა. ის ავიაკომპანია „ლაზერის“ საკუთრება იყო.
რატომ მიიღო პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
