ავიაკომპანია Finnair მგზავრების აწონვას დაიწყებს. 150 ადამიანს მიეცემა საშუალება, ფინურ ავიაკომპანიას ახალი პროგრამის განხორციელებაში დაეხმაროს და ლაინერში ასვლამდე სასწორზე დადგეს. ახალი პრაქტიკა მომავალი კვირიდან დაიწყება და თავდაპირველად მას მხოლოდ ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება. მასში მონაწილეობას კი ის ადამიანები შეძლებენ, ვინც ჰელსინკის აეროპორტს ნოემბრის თვეში ეწვევა. ავიაკომპანია მგზავრებისა და მათი ბარგის შესახებ ინფორმაციას დეტალურად შეისწავლის, რათა დაადგინოს, თუ როგორი დატვირთვა აქვს თვითმფრინავს და უსაფრთხოების სტანდარტები არის თუ არა დაცული.