LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Georgian Airways-ის „სანკტ-პეტერბურგი-თბილისის“ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

106

ავიაკომპანია Georgian Airways-ის „სანკტ-პეტერბურგი-თბილისის“ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.  ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, პეტერბურგში, „პულკოვოს“ აეროპორტში შევიდა ანონიმური შეტყობინება, რომ პეტერბურგი-თბილისის რეისზე შესაძლოა ყოფილიყო რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა.

”ამის გამო მოხდა რეისის შეფერხება. აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ხელახლა შეამოწმა თვითმფრინავი, ბარგი. ამ ეტაპზე მგზავრებმა გაიარეს ხელახალი სკანირება. საბედნიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოჩნდა არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამოდენიმე წუთში რეისი გამოფრინდება”,- განაცხადა გივი დავითაშვილმა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g