LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია „იბერია“ 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელების სანახავად ჩარტერულ რეისს ნიშნავს

114
მზის სრული დაბნელება

12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა პროგნოზირებული. ამ მოვლენაზე დაკვირვების მიზნით მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, განსაკუთრებით ესპანეთში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაციაა მთელი პროცესის სანახავად. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებენ ამ ღონისძიებებზე დასწრებას, „იბერიის“ მეშვეობით ექნებათ მოვლენისთვის თვალის დევნების საშუალება – ესპანურმა ავიაკომპანიამ სპეციალური ჩარტერული რეისი დანიშნა მზის სრული დაბნელების სოციალურ ქსელებში ტრანსლირებისთვის. შედეგად, მაყურებელი შეძლებს, ციურ მოვლენას უნიკალური რაკურსიდან, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში დააკვირდეს.

რეისი IB1473 ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდ-ბარახასის აეროპორტიდან შესრულდება და პალენსიას თავზე სპეციალური მარშრუტით იმოძრავებს. ბორტზე პროექტის Shelios მკვლევართა ჯგუფიც იქნება.

ცნობისთვის, მზის სრული დაბნელება 1912 წლის შემდეგ იბერიის ნახევარკუნძულიდან აღარ ყოფილა ხილვადი.

სრული დაბნელების ტრაექტორიის რუკის ნახვა შესაძლებელია NASA-ს ვებგვერდზე. დაბნელების სრული ფაზა, დაახლოებით, ორ წუთს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მზის სრული დაბნელება გრენლანდიასა და ისლანდიაშიც დაფიქსირდება.