LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Pegasus-მა უფასო ბარგის წონა 8-დან 3 კგ-მდე შეამცირა

269
პეგასუსი

თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus, რომელიც ფრენებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, ხელბარგის წონა 8-დან 3 კგ-მდე შეამცირა.

ვებგვერდზე სასურველი მიმართულებით ფრენის მოძებნის შემდეგ ჩნდება გაფრთხილება, რომ ხელბარგის დასაშვები ზომებია 40/30/15 სმ და ხელბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 3 კგ-ს. უფრო მეტის წონის ბარგი მგზავრობის ღირებულებას, ზოგიერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზრდის.

შეგახსენებთ, კომპანია Pegasus-ი ავიაბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus-ი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენებს რამდენიმე წელია, რაც ასრულებს, რამდენიმე კვირის წინ კი რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g