LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან, მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს” – აქტივისტების სამოქმედო გეგმა

134
2024-04-17_23-06-07_657614

აქციის ორგანიზატორების მიერ ,,ქართული ოცნებისთვის” მიცემული 1 საათი ამოიწურა.

აქტივისტები სახელმწიფო კანცელარიასთან ასვლას და პრემიერთან შეხვედრას გეგმავენ.

,,ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს.

ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აყვეს არავინ პროვოკაციას, წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

,,დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება” – აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g