LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავიხდინე ის ოცნებები, რაც წარმოუდგენელი მეგონა, საკუთარ თავზე გავიმარჯვე.. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი სამყაროს და ღმერთის არსებობას“ – თიკა ჯამბურიას 2023

3213
ფორტუნა (54)

მომღერალი თიკა ჯამბურია 2023 წელს აჯამებს და წერს, რომ გასული წლის ძალიან დიდი მადლობელია, რადგან ყველა სურვილი უსრულდებოდა.

„ძალიან ძალიან კარგი წელი მქონდა..
ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი სამყაროს და ღმერთის არსებობას, ყველა ჩემი გულით ნანატრი სურვილი მიხდებოდა, ყველა ჩემი დიდი ხნის დაწყებული საქმეები რომელსაც ვერ ვასრულებდი ამ წელს დავასრულე …. ავიხდინე ის ოცნებები, რაც წარმოუდგენელი მეგონა, საკუთარ თავზე გავიმარჯვე, გავხდი უფრო კარგი, დედა , შვილი მეგობარი …. თითქოს ამ წელს კარმის დაბრუნების წელი მქონდა , და ჩემი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული კეთილი საქმეები ეხლა მომიბრუნდა და ამას ველოდებოდი, და ვიცოდი , რომ ესე იქნებოდა..

გილოცავთ ახალ წელს, მინდა, რომ ყველამ თავის თავთან კომფორტი იპოვოს, გვერდში გყავდეთ ისეთი ადამიანები, ვინც თქვენთან ერთად განვითარდებიან და ეყვარებათ, ისიამოვნეთ ცხოვრებით დატკბით და იყავით მადლიერები❤️ მიყვარხართ და მადლობა ყველას, ვინც ამ წელს კეთილ განწყობით იყო ჩემს მიმართ ❤️ თიკა“. – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tika Jamburia (@tinajamburia)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g