LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავიყვან მოზარდებს, ვასწავლი და გადავუხდი ჯამაგირს” – საინტერესო ინიციატივა

inga

სოციალურ ქსელში მომხმარებელი სახელით “ინგა აბიგლუკოზა” წერს, რომ არასრულწლოვნებს ასწავლის და დაასაქმებს.

როგორც ის ამბობს, გაზაფხულიდან 6 მოზარდს აიყვანს, რომელსაც საქმეს ასწავლის და გადაუხდის კიდეც.

“გთხოვთ, მოყვეთ ან გაავრცელოთ და დამეხმაროთ. მე და არა მათ ვისთვისაც ახლა ვწერ. ამ გაზაფხულიდან (მაისიდან) ავიყვან 6- მდე არასრულწლოვანს, რომლებსაც უწევთ მუშაობა და ფულის შოვნა. ვასწავლი სამკურნალო მცენარეების მომარაგებას, მოყვანას, მათ თვისებებს და პირადად ჩავიბარებ მათგან მცენარეებს, ანუ გადავუხდი ჯამაგირს,” – წერს ის.

შეგახსენებთ, გუშინ 13 წლის ბავშვი თხრილში გარდაცვლილი იპოვეს ბიჭზე სამძებრო სამუშაოები 18 იანვრიდან მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა. სწორედ ამ შემთხვევას მოჰყვა მომხმარებლის ინიციატივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები