ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ აპირებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წერილი მიწეროს, სადაც იმ გარემოებების ახსნის, რის მსხვერპლადაც მიიჩნევს თავს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან , “შაბათის კურიერთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, დეტალურად გაეცნოს ამ საქმეს. ჟურნალისტის კითხვაზე – რამდენად აქვს მას პრეზიდენტის იმედი – დეკანოზმა ასე უპასუხა:
„პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური ბერკეტი, საზოგადოებაზე მეტად, დეტალურად ჩაწვდეს ამ საქმეს. მას შეუძლია უფრო ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ნათელს მოფენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა.
რამდენად გაუძლებს ის იმ ზეწოლას, რასაც ვერ გაუძლო ნინო გვენეტაძემ, ბუგიანაშვილმა და სხვა მოსამართლეებმა, ეს უკვე პრეზიდენტის პიროვნული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.