საეჭვო ჩანთაში, რომლის გამო 112-ზე ზარი შევიდა, გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაცვლად ქალის ტანსაცმელი იპოვეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ჩანთა ავლაბრის მეტროს მიმდებარედ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს. პერიმეტრს პოლიცია იცავდა, გამნაღმველებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოები