კანადელმა პოპ-როკ მომღერალმა ავრილ ლავინმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუმზადა. თავის „ინსტაგრამზე“ მომღერალმა დაწერა, რომ ახალი დისკი მომდევნო წელს გამოვა. ლავინის თქმით, ახალი მასალის შექმნა დაავადება ლაიმმა შთააგონა, რომელიც მან ცოტა ხნის წინ დაამარცხა.
მუსიკოსის უკანასკლნელი ალბომი „Avril Lavigne“ გაყიდვაში 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა და მომღერლის კარიერაში კომერციულად ყველაზე სუსტი შედეგები აჩვენა.