ავრილ ლავინი შოუ-ბიზნესს უბრუნდება. პირველად, მრავალი წლის მანძილზე, მომღერალი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა და თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ ახალ ალბომზე მუშაობს.
„უკვე სამი წელია ახალ ალბომზე ვმუშაობ. მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა: დისკი მზად 2 კვირაში იქნება. ჩემი ახალი სიმღერები მართალი და გულწრფელია. ბოლო წლებში ბევრი რამ გადავიტანე და თითოეული ეს ფაქტი ჩემი სიმღერების ნაწილია“, – განაცხადა ლავინმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ავრილს „ლაიმის დიაგნოზი“ დაუდგინეს, ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
