ბოლოდროინდელი აქტივობების გათვალისწინებით, ავრილ ლავინის საჯაროდ გამოჩენა კანადელი შემსრულებლის თაყვანისმცემლებს აღარ უკვირთ.
ამ დღეებში, 34 წლის ვარსკვლავი ფილმის, The Hustle ამერიკულ პრემიერას დაესწრო.

საღამოზე ლავინი სპეციალური სტუმრის სტატუსით მივიდა, რადგან მან ნიკი მინაჟთან ერთად კინოსურათის საუნდტრეკზე, Dumb Blonde იმუშავა, რომელიც მის მეექვსე სტუდიურ ალბომში, Head Above Water შედის.
აღსანიშნავია, რომ ავრილმა ჩვეულ სტილს არ უღალატა და წითელი ხალიჩაზე მისთვის დამახასიათებელი არაორდინალური ლუქით წარდგა.
ამასთან, მან ფოტოგრაფების წინაშე რებელ უილსონთან, ენ ჰეთეუეისთან და მეგან ტრეინორთან ერთად იპოზიორა.



