ავრილ ლავინი პაპარაცებმა ტეხასელ მილიარდერთან, ფილიპ სეროფიმთან ერთად გამოიჭირეს. საინტერესოა, რომ ფოტოები ბევერლი-ჰილზიდან, რომლებიც ქსელში გავრცელდა, წყვილს ბედნიერი გამომეტყველებით, სუპერმარკეტიდან გამოსვლისას ასახავს.
იმ ფონზე, როცა კანადელი ვარსკვლავი იშვიათად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მისი დღის სინათლეზე ხილვა თაყვანისმცემლებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მედია 34 წლის შემსრულებლისგან ახალი რომანის დადასტურებას არ ელის, რადგან ,,გრემის” რვაგზის ნომინანტი, რომელიც ორჯერ იყო გათხოვილი, ჟურნალისტებთან პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ავრილ ლავინი და ფილიპ სეროფიმი პირველად ერთად გასული წლის მაისში გადაიღეს. ინსაიდერის ინფორმაციით, მათ ერთმანეთი საერთო მეგობრების კომპანიაში გაიცნეს და საერთო ენაც მალევე გამონახეს.


