LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავრილ ლავინისა და რაიან კაბრერას რომანტიკული პაემანი მალიბუს სანაპიროზე (ფოტო)

76

ავრილ ლავინი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც საზოგადოებაში გამოჩენისგან თავს მაქსიმალურად იკავებს. აგვისტოს დასაწყისში ვარსკვლავი უცნობი მამაკაცის გარემოცვაში დაინახეს, თუმცა მომღერალმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ამჯერად კი, ლავინი მუსიკოს რაიან კაბრერასთან გადაიღეს. მალიბუს სანაპიროზე წყვილს რომანტიკული შეხვედრა ჰქონდა. ისინი ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, მზის აბაზანებს იღებდნენ და ერთმანეთს სურათებს უღებდნენ. წყვილი პაპარაცების ობიექტივში გასულ წელსაც მოხვდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ წლების წინ ავრილი ცოლად ჯგუფ Nickelback-ის სოლისტს, ჩედ კრიუგერს გაყვა. წყვილი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები