LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავრილ ლავინმა ამერიკული ტურნე დააანონსა (ფოტო)

93
rwq4rbstqp3nixh0kgec

ავრილ ლავინმა მეექვსე სტუდიური ალბომის – Head Above Water მხარდასაჭერი საკონცერტო ტურნეს შესახებ განაცხადა.

კანადელი მომღერალი კონცერტებს ამერიკის ქალაქებში, მათ შორის ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში გამართავს.

Head Above Water Tour სტარტს 15 სექტემბერს, სიეტლში აიღებს. უკანასკნელი შოუთი 34 წლის შემსრულებელი მსმენელის წინაშე 11 ოქტომბერს, ფილადელფიაში წარდგება.

აღსანიშნავია, რომ 5 წლის შემდეგ, არტისტი საკონცერტო ტურნეში პირველად გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ავრილ ლავინმა ახალი დისკი 15 თებერვალს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები