LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია 33 რუს ოლიგარქს მორიგ სანქციებს უწესებს – სიაშია “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი

104
Untitled design (1)

რუსეთის მოქალაქეების მიმართ ავსტრალია სანქციების მორიგი პაკეტის ამოქმედებას იწყებს.

როგორც დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ახალი სანქციები რუს ოლიგარქებს, ძირითადად, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ.

CNN-ის ინფორმაციით, სანქციები სულ 33 ადამიანს დაეკისრა, მათ შორის არის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის თავმჯდომარე – დიმიტრი ლებედევი.

“ახალი სანქციები უწესდებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დააგროვეს უზარმაზარი პირადი სიმდიდრე და აქვთ ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი კავშირების შედეგად”, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ოლიგარქებიდან ბევრმა ხელი შეუწყო ან უშუალოდ ისარგებლა კრემლის უკანონო ქმედებებით უკრაინაში 2014 წლიდან.

რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.