ავსტრალიური შტატის კვინსლენდის სენატორმა ჯეიმს მაკგრატმა ამერიკულ კონცერნს General Motors ადგილობრივი ბრენდის Holden–ის გაყიდვა შესთავაზა. ფასი კი ნამდვილად სიმბოლური, მხოლოდ ერთი დოლარია.
სენატორის აზრით, ბრენდი რომელიც ქვეყანაში უკვე 164 წელია რაც არსებობს, ნაციონალური კულტურის ნაწილად იქცა და Covid-19–ის გამო მისი ბაზრიდან წასვლა ძალიან სევდიანი ფაქტია.
საქმე ისაა, რომ ბრენდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და არსებობას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს. General Motors–ისთვის ავსტრალიური საწარმო ზედმეტ ტვირთად იქცა და პანდემიის ხანაში მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკოსის აზრით, ერთი ავსტრალიური დოლარის გადახდაც საკმარისი იქნება, რამეთუ ამერიკული კონცერნი Holden–ს აბსოლიტურად უსარგებლოდ თვლის.
აღსანიშნავია, რომ Holden–ის ავსტრალიიდან წასვლა 600–ზე მეტ თანამშრომელს უმუშევარს დატოვებს, General Motors–ს კი რამდენიმე მილიონს შეუნარჩუნებს.