ავსტრალიელი მილიარდერი, კლაივ პალმერი ლეგენდარული ლაინერის, „ტიტანიკის“ ასლს შექმნის, რომელიც ფუნქციონირებას უკვე 2018 წლისთვის შეძლებს.
Titanic II მისი ორიგინალის თითქმის იდენტური იქნება, თუმცა, მილიარდერი გემის წინამორბედის შეცდომას არ გაიმეორებს: საცურაო აუზის, თურქული აბანოებისა და სატრენაჟორო დარბაზის პარალელუარდ, მაღალი უსაფრთხოებით იქნება დაცული მგზავრების სიცოცხლე. პირველ, მეორე და მესამე კლასის კაიუტებში Titanic II 2400 ადამიანს დაიტევს.
მარშრუტი – ჩინეთი-დუბაი ერთ მგზავრს მილიონი დოლარი დაუჯდება.