LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრია გზებზე სიჩქარეს ზრდის

66

ავსტრია გზებზე სიჩქარეს ზრდის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან ჩქაროსნული რეჟიმი შეიცვლება და მთავარი მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე 140 კმ/სთ გახდება. გაზრდილი სიჩქარით მოძრაობას მძღოლები  Melk-ისა და Oed-ის დასახლებებს შორის მდებარე 88 კმ-იან მონაკვეთზე და ასევე Haid-სა და  Sattledt-ის 32 კმ-იან მონაკვეთზე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება ორივე მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეეხებათ. სიჩქარის გაზრდა პირველი ერთი წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმოქმედებს და თუკი პროექტი გაამართლებს მაშინ მომავალი წლიდან მის დაკანონებაზეც იფიქრებენ. ამ მომენტისთვის კი ავსტრიაში მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია და ის ჯერ კიდევ 1974 წლიდან მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები