ავსტრიაში გაიხსნა უფასო ცხელი ხაზი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღამით სახლში მარტო წასვლა აშინებს. შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ საიტებზე.
ნებისმიერი, ვინც სპეციალურ ნომერზე დარეკავს, შეძლებს, რომ გზად 100-დან ერთ-ერთ მოხალისეს ესაუბროს. მოხალისე ხაზზე იქნება მანამ, სანამ შეშინებული მოქალაქე საღ-სალამათი სახლში არ მივა და საჭიროების შემთხვევაში პოლიციასაც გამოიძახებს.
საინტერესოა, რომ ასეთი ცხელი ხაზი უკვე ფუნქციონირებს გერმანიაში. 2021 წელს ეს შესაძლებლობა 8 ათასამდე ადამიანმა გამოიყენა და მათგან 76% ქალები იყვნენ. მოხალისეებს პოლიციის გამოძახება მხოლოდ 15 შემთხვევაში დასჭირდათ, რამაც მთელი სტატისტიკის 0,2% შეადგინა.