ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საქართველოს მოქალაქე 88 წლის ქალის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 16 წლის მოქალაქე თავს დაესხა 88 წლის ქალს, ხელიდან ჩანთა და საფულე გასტაცა და მიიმალა.
ძებნის შედეგად პოლიციამ ქართველი მოზარდი და მისი სირიელი თანამზრახველი დააკავა. დაზარალებულმა ორივე ეჭვმიტანილი ამოიცნო.
ბრალდებულები პუხ-ურშტაინის ციხეში არიან გადაყვანილები.