LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში სამგზავრო აერო–მობილს დატესტავენ

75
aeromobile

ავსტრიაში საჰაერო ტაქსის დატესტვა იგეგმება. ინოვაციური ტრანსპორტის გამოცდას ქალაქ ლინცის ტერიტორიაზე დაიწყებენ. აერო–ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2021 წლიდან დაიწყება და გარდა მგზავრებისა, ახალი სისტემა ტვირთის გადასატანადაც ძალიან კომფორტული იქნება.

პროექტი სტარტს სატესტო ფრენებით აიღებს  და ამისთვის დაუსახლებელი ტერიტორია შეირჩა. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ტრანსპორტი მგზავრების გარეშე იფრენს. პირველი „ვერტიპორტები“ ანუ აერომობილის გაჩერებები მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მოეწყობა.

რაც შეეხება ქალაქ ლინცს, დასახლებაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ისინი ძირითადად გარეუბნებში არიან განაწილებული. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორები ფიქრობენ რომ აერო–ტაქსისთვის ძალიან ბევრი პოტენციური მომხმარებელია.

აერომობილის მოდელი EHang 216, რომელიც ლინცის ტერიტორიაზე გამოჩნდება, ავსტრიელი და ჩინელი ინჟინერების ერთობლივი ნამუშევარია. კაბინაში ადგილი ორი მგზავრისთვის (ან 260 კილოგრამი ტვირთისთვის) არის განკუთვნილი. თავად კონსტრუქცია გიგანტურ კვადროკოპტერს გავს. აერომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 150 კილომეტრი იქნება, მას ჰაერში 30 წუთის გატარება შეუძლია და სრული დატვირთვის შემთხვევაში 50–70 კილომეტრი საათი სიჩქარით გადაადგილდება.

აღსანიშნავია, რომ EHang–ის პირველი სატეტსო ფრენა 2019 წელს ვენის ცენტრში, ფეხბურთის სტადიონზე შედგა. მაშინ ავტომობილმა ჰაერში მგზავრები აიყვანა და სტადიონს შემოუფრინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g