LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის კანცლერი: დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიდგომებისთვის, რომელსაც ოკუპაციის პირობებში მშვიდობის კუთხით ინარჩუნებს

87
ing (2)

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს ვენაში შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ავსტრიის კანცლერმა საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ მიდგომებისთვის, რომელსაც ქვეყანა ოკუპაციის პირობებში, მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით ინარჩუნებს.

მისივე თქმით, დასავლურ გზაზე საქართველოსთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია:

“ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდნენ ნატოს – ფინეთსა და შვედეთზეა საუბარი. ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დისკუსია დაჩქარდა, უფრო დინამიკური გახდა , თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი ნატოში გაწევრიანება.

ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი ნატო, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული”, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

მან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ლტოლვილების ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, თავის მხრივ, უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს აძლევს:

“ავსტრიაში მაგალითად 80 000 ლტოლვილია, ქალები და ბავშვები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე, ცუდი ფორმა პოლიტიკური დაპირისპირების. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცაღა რეგიონში საქართველო აღიქმება ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის.

ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ძალიან კარგი ურთიერთობებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომისათვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია”, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g