ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 31,6% მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, 31 წლის სებასტიან კურცი, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა მმართველი გახდება.
არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა კოალიციამ, რომელიც კონსერვატორებისგან და „ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან“ შედგება, მეორე ადგილი დაიკავა და ამომრჩეველთა ხმების 26,9% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრიაში ხელისუფლება შეიცვლება.