LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავჭალა – მამას ვუძღვნი დიდი სიყვარულით

17

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” კაკული გურიელაშვილი ესტუმრა.


როგორ ხართ, რა ხდება ისრაელში?

მშვენიერი განწყობა მაქვს, ჩვენთან ძალიან ცხელა. მოვიკითხავ საქართველოდან ჩემს მეგობრებს. მადლობა თქვენ, მოწვევისთვის.


თქვენი სიმღერაა ”ოქროს ტალღაზე” წარდგენილი…

შეიძლება ერთხელ ან ორჯერ სთხოვო გულშემატკივარს, ვიმედოვნებ არ დაიშურებენ ერთ ხმას, თუმცა ყოველდღიურად მათ ვერ შევაწუხებ.


”შაბათია” ძალიან პოპულარული გახდა, ხომ არ გეგმავთ თქვენ და მერაბ სეფაშვილი ახალ დუეტს?

დიახ, ვფიქრობთ, თუმცა ისეთივე კარგი უნდა იყოს როგორიც ”შაბათია”.


”შენ ჩემს გულში” – განაახლეთ ძველი სიმღერა და თქვენს შვილთან ერთად ჩაწერეთ…

დიახ, მიშელი ებრაულ სტილში მღერის, უფრო მეტად ბერძნულ სტილს ჩამოგავს. მე ჩემსკენ ”ვქაჩავ”, ძალიან მაგრად ქართველობს, უყვარს საქართველო და მინდა, რომ თავისი სიმღერებიც ჰქონდეს. ადრე რუმბაში იყო, ახლა კი სულ სხვანაიარდ გავაკეთეთ. ცოცხლად არის შესრულებული, მუსიკოსები ისრაელიდან არიან, ჩაიწერა ისრაელში გაი ჯანაშვილთან, მან გააკეთა არანჟირება. ჩვენს უფროს თაობას ძველი სიმღერები ძალიან უყვართ და ამიტომ, მათი პატივისცემითაც ვანახლებთ სიმღერებს.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტების გამართვა. საქართველოს რაც შეეხება, ვფიქრობ ჯერ მზად არ ვარ. მაგრამ აუცილებლად დადგება ძალიან მალე დრო, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად გავმართავ კონცერტს. მალე ისრაელში ჩემი ალბომის ჩაწერა დასრულდება. მე და ჩემი ბიჭი, მიშელი ვმღერით დუეტში. ერთი დუეტი ჩემს გოგოსთანაც იქნება. უფრო მეტად საჩუქრის სახე ექნება ალბომს.


კიდევ ერთი ახალი სიმღერა მოგვიტანეთ…

დიახ, ”ავჭალა” – ასე ქვია. ძალიან ძველი სიმღერაა. მამაჩემს ძალიან უყვარს ეს სიმღერა. სულ მეუბნებოდა ხოლმე, ერთი საჩემო სიმღერა ჩაწერეო და მეც სწორედ მისი ხათრით ჩავწერე. იმედია, ახლა მამა გვისმენს და მინდა დიდი სიყვარულით მას მივუძღვნა. ამ სიმღერასაც მე და მიშელი ერთად ვმღერით. ჩაიწერა ისრაელში გაიდან-თან.

კაკული გურიელაშვილი – ავჭალა


AudioKAKULI GURIELASHVILI – AVCHALA

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiokakulidueti1

 

კაკული გურიელაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. Facebook Live

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები